ვენტილაცია
ვენტილაცია
ვასრულებთ ვენტილაციის პროექტირებას.

ვენტილაციის დაპროექტება

სამუშაოს ასრულებენ პროფესიონალი ინჟინრები

გთავაზობთ აუზის ვენტილაციის პროექტირების სრულ პაკეტს, ასევე ცალკე ეტაპებს: სქემის შექმნას, სიმძლავრეების გამოანგარიშებას, დანადგარების არჩევას.

 

წყლის აორთქლება ქმნის მომატებულ ტენიანობას. დახურული აუზის გარშემო სწორი მიკროკლიმატის შესაქმნელად საჭიროა სავენტილაციო სისტემა. საერო შენობებში მას აპროექტებენ წინასწარ. სახლებში და აგარაკებზე, სადაც არსებობს კერძო აუზები, მეპატრონეები ხშირად ივიწყებენ ვენტილაციის შესახებ, და არც კი იციან, რომ განახლების გარდა, ჰაერს შრობაც სჭირდება.

თუ აუზს მივაერთებთ სახლის საერთო ვენტილაციასთან, ტენიანობა მოიმატებს ყველა ოთახში. იატაკის ან კედლის ჰაერის საშრობი მეტწილად თავს ვერ ართმევს და ამახინჯებს იერსახეს. ამიტომაც საჭიროა დამოუკიდებელი სავენტილაციო სისტემა.

სათანადო დაპროექტება უზრუნველყოფს აღჭურვილობის სწორ განლაგებას, ტექნიკურ ოთახში მის ფარულ მონტაჟს და საჰაერო მილებისა და ცხაურების დაყენებას საბოლოო ეტაპამდე.

გთავაზობთ ყველა ტიპის აუზის სავენტილაციო სისტემის დაპროექტებას, მათ შორის:

  • ჩვეულებრივი
  • სპორტული
  • საბავშვო
  • გამაჯანსაღებელი
  • გასართობი
  • სპეციალიზებული

აუზის ვენტილაცისს პროექტირებისას ვითვალისწინებთ სამშენებლო ნორმებს და წესებს, აგრეთვე ჰიგიენურ მოთხოვნებს ასეთი ტიპის ობიექტებთან.

უკეთესია ვენტილაციის გამოანგარიშება მოხდეს აუზის დაპროექტების ეტაპზე

ამ შემთხვევაში შეიძლება არჩეულ იქნას დანადგარების განლაგების ნებისმიერი სქემა და ნებისმიერი სისტემა. დასრულებული აუზი კი ასეთ თავისუფლებას არ გვაძლევს.

ორი მთავარი მომენტი კერძო აუზის სავენტილაციო სისტემის შექმნაში

ტექნიკური დაკვეთა

ვენტილაციის პროექტირება – ესაა საინჟინრო ამოცანა, რომელიც სრულდება ნორმების და წესების შესაბამისად. შეუძლებელია პროექტის შედგენა შენობის და საცურაო ობიექტის მნიშვნელოვანი ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე.

  • შენობის განლაგება მსოფლიოს მხარეთა შესაბამისად, რათა გავითვალისწინოთ ტემპერატურების ბუნებრივი დიაპაზონი;
  • აუზის დონე ზედაპირთან მიმართებაში, რათა ამოვარჩიოთ ოპტიმალური სითბური რეჟიმი;
  • არის თუ არა გადაფარება (ტენტი ან ჟალუზი);
  • რამდენი ადამიანი გამოიყენებს აუზს და რა სიხშირით;
  • ჰაერის გათბობის და შეგრილების აუცილებლობა; წყლის გათბობის აუცილებლობა;
  • კლიმატური ზონის თავისებურებანი;

პროექტის, დანადგარების და აწყობის ღირებულება

ხშირად კლიენტებს სურთ თანხის დაზოგვა და ირჩევენ აუზის ვენტილაციის დაპროექტების და მონტაჟის ყველაზე იაფ ფასს. და მათ წინაშე დგება მთელი რიგი პრობლემების:

  • ნაკლები კვეთის სავენტილაციო არხები; დიფუზორების არასაკმარისი რაოდენობა ან მათი არასწორი განლაგება. ეს აჩქარებს ჰაერის დინებას, ზრდის აგრიგალების დონეს ჰაერსატარებში, ზრდის ხმაურიანობას და ხელს უშლის ჰაერის სწორ გადანაწილებას.
  • დაბალი წარმადობის დანადგარები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ვენტილირების საჭირო დონეს.
  • ჩამოფასებული ან ნახმარი დანადგარები მოკლე საგარანტიო ვადით.

ვენტილაციის სახეობები

  • შემწოვი

როდესაც ჰაერი მიეწოდება შენობაში შემწოვი დანადგარით. მას შეიძლება დაემატოს გასათბობი კალორიფერი და გამშრობი. გადამუშავებული ჰაერი გადის სავენტილაციო ცხაურებში თვითდინებით ზედმეტი წნევის წყალობით;

  • გამწოვი

როდესაც ჰაერს ვიცილებთ გამწოვი დანადგარით, ხოლო შემოდინება ხდება შექმნილი განტვირთვის ხარჯზე;

შემწოვ-გამწოვი

  • ჰაერის მიწოდება და გაწოვა სრულდება ცალკე-ცალკე ან ერთიანი დანადგარით.

აუზებზე უნდა დაყენდეს შემწოვ-გამწოვი ვენტილაცია რათა მივიღოთ დაბალი ტენიანობა და ხარისხიანი ჰაერის ცვლა

სისტემა ეწყობა როგორც ცალკე ვენტილატორით, გამშრობით, სითბური ტუმბოთი ან რეკუპერატორით, ასევე არხული გამშრობით ან შემწოვ-გამწოვი დანადგარით. სქემა და დანადგარების კომპლექტი დამოკიდებულია დამკვეთის დაპროექტის ბიუჯეტზე.

ცალკე შემწოვი ან გამწოვი ვენტილაცია არ უხდება აუზებს. დამატებითი გამშრობის შემთხვევაშიც ტენიანობა შენობაში რჩება მაღალ დონეზე.

არასწორი ვენტილაციის შერჩევით თქვენ მიიღებთ უმნიშვნელო ეკონომიას, რომელსაც მალე გახარჯავთ მოპირკეთების რემონტზე და დანადგარების შეკეთებაზე. ზედმეტი ნამი გააფუჭებს ყველაფერს, რაც აუზთან ახლოსაა.

ჩვენთან დაპროექტების უპირატესობები

ჩვენ სპეციალიზებული კომპანია ვართ

ვაკეთებთ ყველაფერს, რაც აუზებს ეხება: ვაპროექტებთ, ვაშენებთ, ვანახლებთ, ვუწევთ რეკონსტრუქციას, ვაყენებთ დანადგარებს. ამ საქმეს მივყვებით 20 წელზე მეტს. ამიტომ:

  • ჩვენს მიერ აუზის ვენტილაციის სწორი გამოანგარიშება ამცირებს დამკვეთის საექსპლუატაციო ხარჯებს.
  • სავენტილაციო სისტემის ოპტიმალური ვარიანტი უზრუნველყოფს საუკეთესო მიკროკლიმატს, რომელიც უფრთხილდება ადამიანთა ჯანმრთელობას და იცავს შენობას.
  • დანადგარების განლაგების სწორი ნახაზი ეხმრება დიზაინერს შექმნას ლამაზი ინტერიერი უნიკალური მოპირკეთებით.