რეკონსტრუქცია
რეკონსტრუქცია
გთავაზობთ პროფესიონალურ რეკონსტრუქციას.

აუზების რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია

დროთა განმავლობაში აუზის მრავალი ელემენტი იწყებს დაშლას. პირველ რიგში ზარალდება თასის მოპირკეთება და ჰიდროიზოლაცია. დანადგარები იცვითება და ძველდება, ხდება არასანდო, ხშირად ფუჭდება. არაგეგმიური რემონტების დროს აუზი დასაკეტი ხდება, რაც წარმოადგენს ზარალს ბიზნესისთვის. ეს ხარვეზები ადვილად გამოსასწორია, თუ გაკეთდება აუზის თასის რემონტი და განახლდება დანადგარები.

ჩვენ ვაწარმოებთ აუზის ყველა სახის რემონტს და მოდერნიზაციას, მათ შორის:

 

  • აუზის ბეტონის თასის აღდგენა;
  • საცურაო აბაზანის გადაკეთება;
  • ჰიდროსაიზოლაციო ზედაპირის აკვრა;
  • თასის მოპირკეთება ფილით, მოზაიკით, ფირით;
  • ჩასაშენებელი დეტალების გამოცვლა;
  • წყალმომზადების სისტემების პროექტირება;
  • მილების და ფიტინგების გამოვცლა;
  • ძირითადი დანადგარების დაყენება;
  • დამატებითი გასართობი ელემენტების მონტაჟი.

ვაწარმოებთ როგორც ცალკე სამუშაოებს, ასევე აუზის სრულ კომპლექსურ რემონტს. ვადები და მომსახურეფის ფასი დამოკიდებულია აუზის მდგომარეობაზე, სამუშაოს მოცულობაზე და რეკონსტრუქციის სირთულეზე.

აუზების რეკონსტრუქციის და მოდერნიზაციის მნიშვნელოვანი მომენტები

ყველა ობიექტი განსხვავდება და ნაგებობის რემონტისას არ არსებობს სტანდარტული სქემები და სიტუაციები. მაგრამ ზოგი მომენტი ემთხვევა, ამიტომ შეიძლება მათზე თვალის დევნა. ჩვენ შევადგინეთ ძირითადი სია, რათა დამკვეთებს ესმოდეთ, რა სახის სამუშაო სრულდება და რა მოქმედებს მის ხარისხზე.

აუზის რეკონსტრუქციას ვიწყებთ ობიექტის სრული შესწავლიდან

 

შესწავლის დროს ვადგენთ ნაგებობის პრობლემებს, ვირჩევთ რექონსტრუქციის ხერხებს
და მეთოდებს. ცვლილებების დიდი მოცულობის შემთხვევაში აუცილებლად ვქმნით
პროექტს, რათა საზოგადოებრივი აუზი შეესაბამებოდეს ნორმების მოთხოვნებს.

სრულ ვამოწმებთ ბეტონის თასს

 

თუ მოპირკეთება დაშლილია და მთლიანად იცვლება, შემოწმებას ვახდენთ ძველი მოპირკეთების მოხსნის შემდეგ.

თასს ვათვალიერებთ ბზარებზე, დეფორმაციებზე, გაჟონვებზე, გალესვის ხარისხზე. ვამოწმებთ ჩაშენებულ დეტალებს.

ვაკვირდებით აუზის კედლების და ფსკერის ხარისხს

 

რეკონსტრუქციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი – მოპირკეთების ცვეთა, მაგრამ ის მხოლოდ ზედა ფენაა.

ჩვეულებრივ იშლება ქვედა “შავი” ბათქაშიც. რომელიც დატანილია თასზე.
იდეალური ვარიანტი რომ გაკეთდეს ხარისხიანი ბორტები და ფსკერი – მოიხსნას ყველა ფენა
ბეტონის ზედაპირამდე. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ უნდა მოვაცილოთ ბათქაშის ნაწილი,
რომელიც არ ვარგა და ვლესავთ ხელახლა.

ვერკვევით ჰიდროიზოლაციასთან

 

ჩვეულებრივად ბეტონის აუზი ხვდება გადაკეთებაში ექსპლუატაციის 20-30 წლის შემდეგ.
ამ ხანში საფარი ძლიერ იცვითება, ხოლო ჰიდროიზოლაცია კარგავს თვისებებს.
რექონსტრუქციის დროს ძველ ჰიდროიზოლაციას ვაშორებთ. თუ ვაპირებთ თასის
ფილით ან მოზაიკით ხელახალ მოპირკეთებას, ვაკრავთ ახალ საიზოლაციო ფენას.

თუ ვაპირკთებთ პვქ-ფირით, მაშინ დამატებითი ჰიდროიზოლაცია არაა საჭირო.
მემბრანა ერთდროულად აიზოლირებს აბაზანას გაჟონვისგან და ასრულებს დეკორატიული
მოპირკეთების მოვალეობას.

დანადგარების მოდერნიზება

 

როგორც წესი, ესაა სრული შეცვლა. დანადგარების რემონტი არარენტაბელურია
ძლიერი ცვეთის და სიძველის გამო. გაცილებით მომგებიანია დაყენდეს თანამედროვე
საფილტრაციო, წყალმომზადების, გათბობის სისტემები. ამის გარდა, ახალი დანადგარები
ბევრად მოხერხებულია ავტომატური დისტანცური მართვა-მონიტირინგისათვის, მათ შორის
ინტერნეტის საშუალებით.

საბოლოო ზედაპირი

 

  • თუ აუზი ფილით იყო მოპირკეთებული და ის ძლერ დაზიანდა

ლოკალურ რემონტს აზრი არა აქვს, ახალი თვლები გამოირჩევა დანარჩენი ფილის ფონზე. და ძნელი მისახვედრია, როდის ჩამოიშლება დარჩენილი ფილები. ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ძველი ფილა გამოიცვალას მთლიანად.

  • თუ თასი იყო მოპირკეთებული მოზაიკით და დამკვეთს სურს იგივენაირი

ჩვენ ვანახლებთ დაზიანებულ მონაკვეთებს ან მთლიანად ვცვლით მოპირკეთებას. მოზაიკის მონტაჟისას აუცილებლად ვიყენებთ ეპოქსიდურ ფითხს. ის გაცილებით გამძლეა, არ ჩამოირეცხება, არ ისვრება, მასში არ ბუდობს ობი და ბაქტერიები.

  • პვქ-ფირის გამოცვლა

ფირს უფრო ხშირად ვცვლით იმ აუზებში, რომლებმაც უკვე გაიარეს რეკონსტრუქცია. მაგრამ ზოგჯერ ეს უფრო იაფი და სწრაფი ფილასთან ან მოზაიკასთან შედარებით. ოღონდ გასათვალისწინებელია ჩასაშენებელი დეტალების რაოდენობა და მათი შეცვლის სირთულე.

აუზის რემონტი უნდა გაკეთდეს სწორად და რეალურ ვადებში

აუზი – ესაა რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობა, და სწრაფი “კოსმეტიკური” რეკონსტრუქცია გაგიჩენთ ახალ პრობლემებს. არ შეიძლება დიდი რემონტის დაწყება ნაგებობის სრული შემოწმების და სწორი პროექტის გარეშე. თუ თქვენ გპირდებიან სწრაფ და ხარისხიან რემონტს ობიექტის ნახვის გარეშე – მონახეთ სხვა კომპანია.

კომპანია "ნეპტუნთან" მშენებლობის უპირატესობები

გსურთ მოახდინოთ აუზის პროფესიონალური მოდერნიზება და რეკონსტრუქცია?

ჩვენ ვართ აუზების სპეციალისტები. ვაშენებთ, ვუვლით, ვახდენთ მოდერნიზებას და რეკონტრუქციას 20 წელზე მეტს. შეგიმცირებთ საექსპლუატაციო ხარჯებს და დენის, წყლის და გათბობის დანახარჯებს. ვაუმჯობესებთ საცურაო ნაგებობის ხარისხს დანადგარების ოპტიმალური შერჩევის  წყალობით.