აუზების მოპირკეთება
აუზების მოპირკეთება
გთავაზობთ აუზების პროფესიონალურ მოპირკეთებას

საცურაო აუზის ლაინერით მოპირკეთება

ბეტონის აუზის მოპირკეთება

ხარისხიანი და ფუნქციონალური საფარი ბეტონისთვის

აუზის ფირი ანუ ლაინერი – ორფენიანი მასალა პლასტიფიცირებული პოლივინილქლორიდისაგან, რომელიც არმირებულია პოლიეთერის ბადით. ლაინერი ერთდროულად ასრულებს ჰიდროსაიზოლაციო და საბოლოო მოპირკეთების ფუნქციას. პვქ-ლაინერი შეესაბამება მაღალ სტანდარტებს და გამოიყენება ყველა სახის აუზებში, მათ შორის საბავშვოებში.

ლაინერი წარმოებს როგორც ერთფეროვანი, ასევე ნახატით, მათ შორის ბუნებრივი ტექსტურების იმიტაციით – ქვა, ხე და ა.შ. შეგიძლიათ აირჩიოთ ლაინერი თქვენი გემოვნებით ჩვენი კატალოგის ფართე ასორტიმენტიდან.

ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა მარკების ლაინერს აუზის მოპირკეთებისთვის:

მასალა მზადდება გერმანიაში, იტალიაში, ისრაელში და იყიდება 20 ან 25-მეტრიანი რულონებით განით 1.6-დან 2.05 მეტრამდე. ლაინერი გამოიყენება როგორც დახურული, ისე ღია აუზებისთვის. გამოყენების ტემპერატურა -50°-დან +100° С. გარე ობიექტების სასაქონლო ხაზს გააჩნია აკრილის დამცავი ფენა.

აირჩიეთ ლაინერი გამოყენების პირობების შესაბამისად

თხელი ლაინერი დამცავი ფენის გარეშე გამოდგება კერძო სახლის შიდა აუზისთვის. ღია ან საზოგადოებრივი აუზისთვის ის არ ივარგებს. თქვენ დაზოგავთ მცირე თანხას, და დახარჯავთ მეტს ლაინერის რემონტში ან გამოცვლაში, რომელიც გაიცვითება ნაადრევად.

ლაინერის უპირატესობები

ლაინერის გაკვრა - ეს არის ბეტონის აუზის სწრაფი მოპირკეთება. ზოგჯერ ეს ერთადერთი ვარიანტია, თუ ბეტონი ძველია და მას აქვს ბევრი დეფექტი, რის გამოც შეუძლებელია ფილის ან მოზაიკის გაკვრა. ცივზამთრიან ადგილებში გარე აუზებზე უფრო მომგებიანია ლაინერის გაკვრა მისი გამძლეობის გამო. საჭიროა სწორად ავირჩიოთ ფირი ობიექტის შესაბამისად,

სწრაფი გაკვრა

მოპირკეთებას ჭირდება 1 დღემდე. ხელოსნები
აკრავენ დამცავ ქეჩას, ამონტაჟებენ
სამაგრებს და თავად ლაინერს.
მონტაჟისას არაა მტვერი და ოპერაციები
სრულდება შუალედების გარეშე.

დამატებითი ჰიდროიზოლაციის გარეშე

პვქ წყალგაუმტარი მასალაა და თვითონ
ასრულებს ჰიდროსაიზოლაციო ფენის როლს.
აგრეთვე, პოლივინილქლორიდი უხდება
ბეტონს პატარა ბზარებით.

გამოყენების ვადა

საშუალოდ ფირი თავისუფლად უძლებს
15-20 წელიწადს გარე აუზებშიც კი.
მაგალითისთვის, მოზაიკური ფილა შიდა აუზებში
უძლებს 20 წელს, გარეთ კი საჭიროებს რემონტს
5 წელში თვლების ამოვარდნის გამო.

უნივერსალური საფარი

ტემპერატურების სამუშაო დიაპაზონი -50-დან
+100° С-მდე . მემბრანა კარგად უძლებს
ყინვას და მზეს, დამატებითი აკრილის
ფენა იცავს გახუნებისგან და მექანიკური
დაზიანებებისგან.

მოგება სამუშაოს ღირებულებით

პვქ ფირით მოპირკეთება მინიმუმ 2-ჯერ იაფია,
ვიდრე მოზაიკური ფილით.

გახსოვდეთ “ქიმიური” შეზღუდვები აუზის ფირისთვის

მასალა, რა თქმა უნდა, გამძლეა. მაგრამ რეაგენტები უნდა გამოიყენოთ მკაცრად ინსტრუქციის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში მემბრანა გამოვა მწყობრიდან ნაადრევად.

მასალები და ტექნოლოგია

მოპირკეთებისას გამოიყენება არამარტო თვით პვქ-მემბრანა, არამედ დამხმარე მასალები

სრული ნუსხა შეიცავს:

  • გეოტექსტილის დამცავი ქეჩა. ის საჭიროა ბეტონის წვრილი დეფექტების გასწორებისთვის და ფირის დასაცავად უსწორმასწორებით ან ძველი მოზაიკით დაზიანებისგან
  • სამაგრი კუთხოვანა და ზოლები. ეს არის ლითონის ელემენტები პვქ-საფარით, რომლებიც ამაგრებენ ფირს აუზის პერიმეტრზე, კიბეებზე, ხვეულებში;
  • დიუბელ-მოქლონი. აფიქსირებენ სამაგრ ზოლებს და კუთხოვანას ბეტონზე;
  • ნაკერების სამკვრივი. ის საჭიროა  შედუღების ნაკერების დასამუშავებლათ.

მონტაჟის უმთავრესი ოპერაციები – ფირის გაჭრა და შედუღება

ჭრის დროს გასათვალისწინებელია მემბრანის პირაპირები. იმისათვის, რომ საფარი და ნაკერები იყოს გამძლე, ფირის პირაპირები არ უნდა მოხვდეს ხვეულებზე ან ჩასაშენებელი დეტალების ადგილებზე.

მემბრანა დუღდება გამძლე ნაკერებით. შედუღება სრულდება სპეცილური უთოთი, რომელიც აცხელებს ჰაერს 600° С-მდე. ხელსაწყოსთან მუშაობა ითხოვს ხელოსნისგან გამოცდილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ გაფუჭებულ ფირს და უხარისხო მჟონავ ნაკერებს.