SAUNA
საუნა და ჰამამი
საუნების პროფესიონალური მშენებლობა

ნამდვილი აბანოს, ფინური საუნის ან ტრადიციული თურქული ჰამამის აშენებისთვის უნდა გავითვალისწინოთ უამრავი ნიუანსი

გთავაზობთ ელიტური აბანოების, საუნების და ჰამამების მშენებლობას, აგრეთვე დაბალბიუჯეტიან გადაწყვეტილებებს. დაგვიკავშირდით, და ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ოცნების აბანოს შექნმაში.

ჩვენ გვაქვს ყველაფერი აბანოების, საუნების და ჰამამების მშენებლობისათვის!

 

სამშენებლო მასალის სწორი არჩევანი – იმის წინაპირობაა, რომ შენობა იქნება გამძლე, მისი მოვლა ადვილი და სწრაფი, ხოლო მომსახურების ფასი – მინიმალური. შესაძლებელია ხით მოპირკეთება (ფიჭვი, ვერხვი, ცაცხვი), კერამიკით, ნატურალური ქვით და ა.შ. ხარისხიანი დაპროექტება აუცილებელია ოპტომალური დაგეგმარების და დანდგარების არჩევისათვის. დაგეხმარებით მყუდრო და კომფორტული კუთხის შექნმაში თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის. ვაპროექტებთ აბანოებს აუზით, საბილიარდოთი, დასვენების ოთახებით, ორსართულიან აბანოებს.

kansi
hamam

ვაშენებთ ნამდვილ საუნას

 

ხარისხიანი მშენებლობა და აღჭურვილობის მონტაჟი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეიძენთ უძვირეს და საუკეთესო აღჭურვილობას აბანოსა თუ საუნისთვის, მის კომფორტულად გამოყენებას პროფესიონალური დაყენების გარეშე ვერ შეძლებთ. ჩვენი ხელოსნები 10 წელზე მეტს ასრულებენ ნებისმიერი სირთულის საბანაო კომპლექსების მშენებლობას, რექონსტრუქციასა და მომსახურებას. ამიტომ სამუშაოები სრულდება სწრაფად, იაფად, და რაც მთავარია – საქმის ცოდნით. სანდო და გამძლე აღჭურვილობა – აუცილებელია მისი შერჩევა დამკვეთის სურვილისამებრ, ზუსტად მოცემული ფართისთვის, აბანოს ან საუნის რეჟიმისათვის. ჩვენთან საშუალება გაქვთ შეიძინოთ ქვაბები, ღუმელები, ორთქლის გენერატორები როგორც კერძო, ასევე კომერციული ობიექტებისთვის (აბანოები და გამაჯანსაღებელი კომპლექსები, სასტუმროები).

ინტერიერი და დიზაინი

 

აბანო და საუნა საოჯახო დასვენების ადგილია უძველესი დრიოდან. აბანოს კულტურა წარმოუდგენელია მისი ხით , ნატურალური ქვით მოპირკეთებით და  დახვეწილი აქსესუარების გარეშე. მეტიც, აბანო განსაკუთრებულად პირადი ადგილია, რომელიც ასახავს პატრონის ხასიათს და გემოვნებას. ინდივიდუალური მიდგომა აბანოს მშენებლობისას აუცილებელია. აგიშენებთ მდიდრულ ელიტურ თერმებს და აბანოებს, პატარა ცალკე მდგომ აბანოებს აგარაკებზე, ან მოგიწყობთ პირდაპირ თქვენს კოტეჯებში ან კომერცულ ფართებზე. ვიყენებთ მხოლოდ ხარისხიან, ეკოლოგიურად სუფთა მასალებს და პროფესიონალურ აღჭურვილობას.

Sauna
Spa

რას წარმოადგენს ნამდვილი თურქული აბანო

 

კლასიკურ ვარიანტში თურქული აბანო – ესაა ნაგებობა თბილი, მაგრამ არა გახურებული იატაკით, რათა შენარჩუნდეს ჰარმონია და ფეხმა არ იგრძნოს უსიამოვნო სიცივე ორთქლის ოთახის შემდეგ, რომლის ცენტრში განლაგებულია გამთბარი ქვის (მარმარილოს) საწოლები, რომლებსაც ჰქვია “სუპა” (ბრტყელი ქვა) ან “გობექ-ტაში” (მუცლის ქვა). თბილ საწოლებზე წვანან მეტწილად მუცელზე, თბებიან და ხურდებიან, ხანდახან ქვებზე წყალს ასხავენ. ტემპერატურა ჰამამის ორთქლის ოთახში გვაძლევს საშუალებას გავჩერდეთ მასში დიდხანს დისკომფორტის გარეშე. აღმოსავლურ აბანოში მაღალი ტენიანობაა, რომლის მისაღწევად საჭიროა ძლიერი ორთქლის გენერატორი (ორთქლის ოთახის მოცულობა თურქულ აბანოში გაცილებით მეტია საუნაზე ან რუსულ აბანოზე). რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვათ ჭერზე. ჭერს უნდა ჰქონდეს გუმბათის ფორმა, რათა კონდენსირებული ორთქლი არ წვეთავდეს, არამედ მშვიდად მოედინებოდეს გუმბათიდან კედლებზე და შემდეგ იატაკზე.

აბანოსა და საუნის დანადგარების მწარმოებლები

აბანოს ღუმელები და ქვის გამაცხელებლები, ბუხრები და ავზები, მზა ასაწყობი საუნები და სხვა მოწყობილობები თანამედროვე ბაზარზე უზარმაზარი მრავალფეროვნებით არის წარმოდგენილი. აბანოს პროდუქციას გვთავაზობენ მწარმოებლები მთელი მსოფლიოდან. როგორც ყველა სხვა სეგმენტს, ამ კატეგორიასაც ჰყავს უპირობო ლიდერები. საუკეთესო კომპანიები, რომლებიც გვთავაზობენ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს, მომხმარებელთა მიერ უკვე დიდი ხანია დადგენილია.

 

Spa

კომპანია Harvia

 

Harvia წარმოადგენს ოჯახურ კომპნიას, მომუშავე ქალაქ მუურამეში ცენტრალურ ფინეთში. კომპანიას აქვს უმაღლესი კატეგორიის რეიტინგი AAA ფინეთის კომპანიების კრედიტუნარიანობის კლასიფიკაციაში Dun & Bradstreet. ამჟამად Harvia-ს საწარმოებში მუშაობს 300 კაცი.
ინოვაციური პროდუქცი 60-წლიანი გამოცდილების საფუძველზე. კომპანია Harvia, რომელმაც მიიღო ფართე აღიარება როგორც თანამედროვე ფინური საუნის შემქმნელი, 60 წელია აწარმოებს საუნის ქვის ღუმელებს. თუ გავიხედებით ათწლეულობით წარსულში, შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ კომპანია Harvia ფლობს უძველესი ტრადიციებით ფინეთში საუნის  ქვის ღუმელების წარმოებაში. დღეს Harvia არის წამყვანი საუნის ქვის ღუმელების წარმოებაში და მისი პროდუქცია გადის ექსპორტზე 65 ქვეყანაში. თავისი მოღვაწეობის დასაწყისიდანვე კომპანია Harvia სათუთად ეპყრობა ფინური საუნის საუკუნოვან ტრადიციებს. უფრთხილდება რა ამ ტრადიციებს, Harvia ფიქრობს მომავალზეც: აწარმოებს გამოკვლევებს, ანვითარებს პროდუქციას და ტექნოლოგიებს.

კომპანია Tylö

კომპანია Tylö არსებობს 60 წელზე მეტს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი პროდუქცია ვითარდება და მზადდება საკუთარ საწარმოში ქ. ჰალმსტადში (შვედეთი).
Tylö-ს მომხარებლებს შეუძლიათ იმედიანად იყონ. მიუხედავათ სოლიდური ასაკისა, Tylö რჩება ინოვაციურ კომპანიად. ორიგინალური დიზაინი, ინტელექტუალური გადაწყვეტილებები, ენერგიის შემნახველი ფუნქციები, უსაფრთხოება ხდიან Tylö-ს პროდუქციას ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად.

ყველა საუნის ღუმელი, ორთქლის გენერატორი და სხვა ელექტრონული კომპონენტები გადიან ტესტირებას და შემოწმებას საწარმოო პროცესის ყველა ეტაპზე. ყველა პლასტიკური კომპონენტები მზადდებიან ვაკუმური ფორმირების მეთოდით მკაცრი კონტროლით. Tylö-ს დანადგარების თანამედროვე პარკი იძლევა როგორც წარმოების მეთოდების, ასევე დამზადებული პროდუქციის შესაბამისობას გარემოს დაცვის უმაღლეს მოთხოვნებთან.

Tylö-ს პროდუქციის არჩევა არის მაღალი ხარისხის გარანტია. ჩვენი სწრაფვა ხარისხისადმი განსახიერდება ჩვენი საქმიანობის ყოველ ასპექტში – კონსტრუირებაში, მასალის არჩევაში, საწარმოო პროცესებში და სერვისულ მომსახურება-მხარდაჭერაში.

კომპანია HygroMatik

ბიოსაუნა თუ ჰამამი – ორთქლის გენერატორები Hygromatik-ისგან შეასრულებენ ყველა თქვენს სურვილს. 40 წელზე მეტი ჩვენი დევიზია – “ჩვენ ვატენიანებთ ჰაერს». ჩვენი ცოდნა და გამოცდილება მუდმივად გამოიყენება მოწინავე ჰაერის დამატენიანებელი სისტემების შექმნაში. ჩვენ გთავაზობთ მათ შორის საუკეთესოებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ორთქლის გენერატორები HygroMatik ავსებენ აბანოს სუფთა ჰიგიენური ორთქლით სანდოდ და უსაფრთხოდ — მხოლოდ უკეთესი თქვენი სპასთვის. არა აქვს მნიშვნელობა, როგორი აბანო გაქვთ, კერძო თუ კომერციული – ჩვენ ყოველთვის აგირჩევთ საჭირო ოთქლის გენერატორს.