აუზის დანადგარების მონტაჟი
ჩვენ კვალიფიციურად ვასრულებთ ყველა სახის მონტაჟს კერძო და საზოგადოებრივ აუზებზე:
- ვაყენებთ ჩასაშენ დეტალებს;
- გაგვყავს მილსადენები;
- ვამონტაჟებთ წყლის ფილტრებს;
- ვაყენებთ წყლის გათბობის სისტემებს;
- ვაწყობთ და ვაერთებთ ელექტროდანადგარებს;
- ვამუშავებთ და ვაყენებთ ავტომატურ მართვის სისტემებს;
- ვამონტაჟებთ დამხმარე ხელსაწყოებს;
- ვაწარმოებთ დანადგარების დიაგნოსტიკას, რემონტს, შეცვლას და მოდერნიზაციას.
აუზის დანადგარების სწორი მონტაჟი
დანადგარების მონტაჟი წარმოადგენს აუზის მშენებლობის უმთავრესს ეტაპს, რომელზეც დამოკიდებულია უსაფრთხოება და უპრობლემო მომსახურება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორად წარმოება.
სამონტაჟო სამუშაოების გეგმა დგინდება პროექტირების დროს. ნეპტუნის სპეციალისტები იყენებენ სწორ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს და საინჟინრო ქსელის მოწყობის გამოცდილ ვარიანტებს.
მონტაჟისას ჩვენ ვითვალისწინებთ ბევრ ფაქტორს, პირველ რიგში – სამშენებლო ნორმებს და წესებს. ამის გარდა, ჩვენ აუცილებლად ვათანხმებთ ობიექტის საშუალებებს არსებულ დანადგარებთან და საექსპლუატაციო მოთხოვნებთან, რათა ვუზრუნველყოთ მომხმარებლების მაქსიმალური უსაფრთხოება და აუზის ადვილი მართვა.
შეიძლება აირჩიოთ დანადგარები ჩვენთან და დაამონტაჟოთ საკუთარი ძალებით?
პრინციპში – კი, თუ თქვენს რეგიონში არაა სპეციალისტი ან თუ განიცდით ბიუჯეტის ნაკლებობას. მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ ამდაგვარი ეკონომია ხშირად იწვევს დამატებით ხარჯებს. საკუთარი ძალებით მონტაჟის დროს კლიენტის წინაშე დგება პრობლემების მთელი რიგი:
- დანადგარების მწყობრიდან გასვლა არასწორი მონტაჟის და ტექნოლოგიური შეცდომების გამო.
- ზედმეტი ხარჯები რემონტზე ან ნაწილების შეცვლაზე გარანტიის დაკარგვის გამო.
- მილსადენის გაჟონვა და ტექნიკური/მიმდებარე ოთახების დატბორვა (შიდა აუზების შემთხვევაში).
- უსაფრთხოების დაბალი დონე (წყლის არასათანადო გასუფთავებიდან დენით დარტყმის საშიშროებამდე).
მონტაჟის ფასი
მომსახურების ფასი დამოკიდებულია სამუშაოების მოცულობაზეც. თქვენ შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ როგორც სრული პაკეტი, ასევე ცალკე სამუშაოები :
- ჩასაშენი დეტალების მონტაჟი – დუზების, სკიმერების, უკუსარქველების, სანიაღვრე ტრაპების; მილსადენის გაყვანა და ჩასაშენებელი ელემენტების შემორტყმა;
- ძირითადი სისტემების მონტაჟი – საფილტრაციო, წყლის გათბობის;
- დამხმარე ტექნიკის დაყენება — ჰაერის შრობის, წყლის დეზინფექციის, დამცავი საფარის;
- ატრაქციონების, სპორტული ელემენტების, კიბეების და მუაჯირების აწყობა;
- მართვის და კონტროლის ავტომატური სისტემების მონტაჟი;
- განათების და ელექტროდანადგარების მიერთება;
- გამშვებ-გასამართი სამუშაოები.
აუზის დანადგარების მონტაჟი ნეპტუნისგან - გამართულად და მისაღებ ვადებში
გვირჩევთ ჩვენ – იძენთ აუზებზე შეყვარებულ პრაქტიკოს-სპეციალისტთა გუნდს.
ნეპტუნის ინჟინრები იციან სისტემების და კომპონენტების თავისებურებანი, მუდმივად ამაღლებენ კვალიფიკაციას: ესწრებიან სემინარებს, ჩადიან ტუმბოების, ფილტრების, ავტომატიკის და სხვა დანადგარების მწარმოებლებთან. ამიტომ თქვენ ხვდებით სანდო და გამოცდილ ხელებში და იღებთ ყველა სისტების სწრაფ აწყობას წესების სრული დაცვით და გარანტიით.
დანადგარების ჩვენთან შეძენისას გჩუქნით უფასო გაშვება-გამართვას