
საწურაო აუზების მოპირკეთება ფილით და მოზაიკით
საწურაო აუზის მოთხოვნები ფილის და მოზაიკის მიმართ
აუზის თასის აშენების და ბასეინისპირა ზონის მოწყობის შემდგომ ყოველთვის დგება საკითხი საბოლოო მოსაპირკეთებელ მასალაზე. კერამიკის და შუშის მოსაპირკეთებელი მასალა არასდროს გავა მოდიდან თავის წყალგამძლეობის, ქიმიკატების მიმართ მდგრადობის, მდიდრულ დეკორატიულობის, ფერთა გამის, ფაქტურების და ფორმატების სიმრავლის გამო.
აუზი წარმოადგენს რთულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობას
ამიტომ მის მოსაპირკეთებელ მასალების მიმართ აყენებენ განსაკუთრებულ მოთხოვნებს. მათ უნდა ჰქონდეთ მთელი რიგი ტექნიკური მახასითებლების, რომლებიც პასუხობენ მათი გამოყენების სპეციფიურ პირობებს: პირველ რიგში ნულოვანი ან ნულთან მიახლოებული წყალშთანთქმის კოეფიციენტი, დარტყმამედეგობა, ყინვაგამძლეობა, ასევე უნდა იყონ მდგრადი ულტრაიისფერი გამოსხივების და ქიმიური ზემოქმედების მიმართ. აი რატომ უბრალო კაფელი, რომელიც გამოიყენება სამზარეულოში ან აბაზანაში, კატეგორიულად არ გამოდგება აუზისთვის.


ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები
ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი აუზში დასაგები ფილის შერჩევისას არის მისი მინიმალური წყალშთანთქმა (აღნიშნული მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია ფილის ფორიანობასთან – რაც მეტია ის, მით მეტია წყალშთანთქმა). ზუსტად ამ პარამეტრზე დამოკიდებულია მოსაპირკეთებელი მასალის გამძლეობა, მაშასადამე, მთელი ნაგებობის გამძლეობა. ვინაიდან წყლის მინიმალური შეღწევაც კი ფილის ფოროვან ფუძეში ზრდის მის სიმყიფეს, და იწვევს არამარტო მოპირკეთების თანდათანობით დაშლას, არამედ თვით აუზის კონსტრუქციული ელემენტების დაცვის და ჰიდროიზოლაციის მოშლას. ამიტომ, თუ აუზის თასის მოპირკეთება მოხდა ამ მოთხოვნის გაუთვალისწინებლად და კერამიკა გამოდგა არასაკმარისად წყალშთანთქმელი, ის იქნება მთლიანად შესაცვლელი – სხვა გზა არაა. ევროპული სტანდარტის UNI EN 99 თანახმად, აუზის ფილის წყალშთანთქმის კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს 3%.
წყალშთანთქმა ასევე ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ფილის ზღვრულ სიმტკიცეზე და მის ღუნვით გამძლეობაზე. მარტო მასალა მკვრივი სტრუქტურით და დაბალი ფორიანობით გვაძლევს საუკეთესო შედეგს და უძლებს წყლის მრავალტონიან წნევას აუზის თასის კედლებზე და იატაკზე.
ამის გარდა, ფორების და ღრუების არარსებობა ფილაში გამორიცხავს მასში მიკროორგანიზებისა და ბაქტერიების გამრავლებისაგან, რომლებიც აქტიურად ანგრევენ მოპირკეთებას შიგნიდან და გამოიმუშავებენ ლორწოს, რაც მას ხდის მოლიპულს და წარმოადგენს წყლის დაბინძურების დამატებით ფაქტორს.
აქვაზონის მოპირკეთება უნდა იყოს გამძლე აგრესიული პირობების მიმართ. აუზის წყალში შეიცავს ქლორს ან აქვს დაბალი pH-დონე, ამასთანავე მოპირკეთებას პერიოდულად რეცხავენ სხვადასხვა საწმენდი საშუალებით. ამიტომ, რომ აუზის მოვლა იყოს ადვილი და სწრაფი, აუზის თასის მოსაპირკეთებელი მასალა უნდა იყოს იდეალურად სწორი ზედაპირით. მასალა ასეთი მონაცემებით დაზოგავს თქვენს დროს და თანხებს.

ზომა და ფორმა
არსებობს გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც ეხება მოპირკეთების ელემენტების ზომას და ფორმას. არ შეიძლება მოაპირკეთოთ აუზის თასი ნებისმიერი მოწონებული ფილით, მითუმეტეს, დიდი ზომის. ეს იმიტომ, რომ კედლები და ძირი იმყოფებიან უზარმაზარი მექანიკური წნევის ქვეშ, რომელსაც ზოგჯერ ვერ უძლებს მძლავრი კონსტრუქციაც კი. ამიტომ იმისათვის, რომ ფილამ შეინარჩუნოს მთლიანობა ასეთ ექსტრემალურ პირობებში და არ მოძვრეს ზედაპირიდან, მისი ზომები არ უნდა აღემატებოდეს ოლიმპიურ სტანდარტს — 12,5х24,5 სმ. მართხუთხა აუზები შეიძლება მოვაპირკეთოთ დიდი ზომის ფილით (12,5х25, 15×15 სმ), მაგრამ არაუმეტეს მითითებული სტანდარტისა, ხოლო რთული კომფიგურაციის აუზებში გამოიყენებენ უფრო წვრილ კერამიკულ ნაწარმს (2×2, 2,5×5, 5×5, 10х10 სმ).
ნაკერები ფილებს შორის – უმთავრესი საკომპენსაციო შემადგენელი აუზში, ამიტომ მათ აკეთებენ ოდნავ განიერს, ვიდრე ჩვეულად. ნაკერის სისქეს ადგენენ ფილის (მოზაიკის) ზომებიდან გამომდინარე.
კერამიკული ფილის ნაკრებში შეიძლება ჩართული იყონ სპეციალური ნაწილები და აქსესუარები, განკუთვნილი აუზის კუთხეების, ნაპირების, ღარების და ა.შ. მოსაპირკეთებლათ. ეს მზა დეტალები ბევრად აადვილებენ მოპირკეთებას, და საშუალებას იძლევიან, რომ ზედმეტი ხარჯების გარეშე აუზი აღიჭურვოს უსაფრთხოების ყველა საჭირო ელემენტით, ამასთანავე ანიჭებს მას დასრულებულ მოდურ იერსახეს.
მინა
წყალშთანთქმის კოეფიციენტის გათვალისწინებით აუზის თასის მოპირკეთების იდეალურ მასალას წარმოადგენს მინის მოზაიკა – სილიციუმის ქვიშის შენადნობი სხვა კომპონენტებთან მღებავი ოქსიდების დამატებით. მინას აქვს ნულოვანი წყალშთანთქმა და წყალგამძლეობა. მოზაიკური ზედაპირი გამძლეა სიცხის და ყინვის მიმართ. პრაქტიკულად არ იშლება და არ ხუნდება ქიმრეაგენტებს ზეგავლენის შემდეგ. მეტიც, მას გააჩნია მკვრივი სტრუქტურა. ე.ი. არ ექვემდებარება მიკროორგანიზმების და ბაქტერიების ზემოქმედებას და დაშვებულია მისი გამოყენება აუზების მოსაპირკეთებლად. მექანიკური გამძლეობისთვის მოზაიკას სპეციალურად აწრთობენ: მაგალითად, დამდნარ მინას დამატებით გამოწვავენ ფორმებში ჩასხმის მომენტში.

რაც შეეხება ფერთა პალიტრას, მისი აღწერა შეუძლებელია, იმდენად მდიდარია ის. მრავალფეროვნობისთვის მინაში ამატებენ სხვადასხვანაირ ნივთიერებებს: დაწყებული ბორიდან, კადმიუმიდან და სელენიდან დამთავრებული ნახევრადძვირფასი ავანტურინით და სადაფით. მოზაიკის საღებავი ინარჩუნებს სიკაშკაშეს წყლის ქვეშაც, ხოლო წყლის მოძრაობის შედეგად ჩნდება სურათის გაცოცხლების ეფექტი.
ასაკრეფი ელემენტების ყველაზე ხშირი ფორმა არის კვადრატი. რაც უფრო წვრილია თვლები, მით უფრო დეტალური იქნება ნახატი. მოზაიკის თვლებს არჩეული ნიმუშის შესაბამისად ათავსებენ მატრიცებში, რომლებისგანაც საბოლოო მოზაიკურ ნახატს კრეფენ ადგილზე და აწებებენ, როგორც უბრალო ფილებს. მოზაიკის დრეკადი ფუძე იძლევა საშუალებას გამოვიყენოთ ის ნებისმიერ, მათ შორის მრუდე ზედაპირებზე.
კერამიკა
კერამიკული მოსაპირკეთებელი მასალებიდან წყალშთანთქმის აუცილებელი მაჩვენებელი აქვს მხოლოდ ფაიფურის ფილას და ზოგ კლინკერულ ფილას, რომლებიც მზადდებიან სპეციალური ტექნოლოგიებით სიმკვრივის მომატებისა და ფორიანობის დაკლებისათვის.

ფაიფურის კერამიკულ ფილას ამზადებენ თეთრი თიხის, მინდვრის შპატის და კვარცის ნარევის დაპრესვით – თიხის ცომის რეცეპტი ჰგავს ფაიფურის შემადგენლობას, აქედანაც მისი დასახელება. სხვადასხვა ელფერების მისაღებად შენარევში ამატებენ მღებავ ნივთიერებებს, როგორც წესი, სხვადასხვა ლითონის ოქსიდებს. დაპრესვის შემდეგ ფილებს გამოწვავენ 1250–1300°С ტემპერატურაზე. შედეგად კომპონენტები არამარტო ცხვებიან, არამედ მეტწილად დნებიან. ასეთი სტრუქტურის გამო ფაიფურის კერამიკული ფილა იძენს მაღალ მექანიკურ გამძლეობას და ძალიან მკვრივ მინისებურ ზედაპირს, რომელსაც ჩვეულებრივ არ სჭირდება მომინანქრება.