Jacuzzi
ჰიდრომასაჟი!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯაკუზში

ჰიდრომასაჟის საოცრება

ჯაკუზის აბაზანა - თანამედროვე ჰიდრომასაჟის აბაზანა, აღჭურვილი ტექნიკური პროგრესის უახლესი მიღწევებით. მისი ძირითადი ფუნქციაა ჰიდრომასაჟის ჩატარება, მიმართული მეპატრონისთვის სტრესის მოხსნისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ.

რატომაა საჭირო სპა-აუზი?

თანამედროვე სკიმერული და გადადინების სპა-აუზები ხსნიან ფართო შესაძლებლობებს. სრულფასოვანი დასვენებისა და განტვირთვისთვის. ჩაშენებული დუზების წყალობით ამგვარ რეზერვუარებს აქტიურად გამოიყენებენ. ჰიდრომასაჟის და ჰაეროვანი მასაჟის ჩასატარებლად. ისინი მიზანშეწონილია როგორც სახლის პირობებისთვის, ასევე რელაქს-ზონების შესაქმნელად. სპა-სალონებში, სპორტულ და სასტუმრო კომპლექსებში, სარეაბილიტაციო ცენტრებში. ჰოდროთერაპია აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის კანის ელასტიურობას, ხსნის კუნთოვან დაძაბულობას.

Spa
Spa

ჰიდრომასაჟის დანადგარების ფასი

სპა-აუზების ფასი დამოკიდებულია მათ გაბარიტებზე, ფართზე, სიღრმეზე, გამოყენებულ მასალებზე, აგრეთვე კონკრეტული მოდელის თავისებურებებზე: წარმოების ქვეყანაზე, ბრენდზე, დუზების რაოდენობაზე, დამატებით ოფციებზე: განათება, წყლის გათბობა და ა.შ. ფასზე მოქმედებს ასევე აბაზანის დანიშნულება, კონსტრუქციის ტიპი და მოქმედი ეფექტი (გაჯანსაღება, გახდომა და სხვა).

ჯაკუზის მოწყობილობა

ჯაკუზის სტანდარული მოწყობილობა შედგება საკუთრივ აბაზანისგან, კომპრესორის, ტუმბოს, დუზების და ფიტინგების სისტემისაგან. ჰიდროსამასაჟე სისტემის მართვა შეიძლება იყოს პნევმატური ან ელექტრონული ტიპის.

სხვადასხვა მოდელების ჰიდროსამასაჟე აბაზანის კონსტრუქციის ელემენტები შეიძლება განსხვავებული იყოს. ზოგი მოდელი აღჭურვილია წყლის არომატიზატორით, ოზონოთერაპიის სისტემით, მუსიკალური ფლეიერით, ტელევიზორით. თუმცა ყველა მოდელის მუშაობის პრინციპი და საბაზო მოწყობილობა ერთნაირია.

Pool
spa5

როგორ მუშაობს ჯაკუზი

ჯაკუზის მუშაობის პრინციპი შედგება აბაზანაში შემავალი წყლის ნაწილის შეშვებაში შემრევის საშუალებით ჰიდროსამასაჟე სისტემაში. წყლის ავსება ხდება სპეციალური ნახვრეტიდან. ტუმბო ქმნის წნევას და უშვებს წყალს მილებში და დუზებში. დუზები ქმნიან წყლის ჭავლებს, რომლების მასაჟს უწევენ ადამიანის სხეულს. კომპრესორით სისტემაში მიეწოდება ჰაერი.

ჰიდროსამასაჟე აბაზანების კლასიფიკაცია

 

ჯაკუზები განსვავდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ჭავლის ტიპით. რომელიც შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ან კომბინირებული (ჰაეროვან-ბუშტუკოვანი ჭავლით). ზოგი მოდელი აღჭურვილია მბრუნავი ჭავლის შემქმნელი დუზებით.
  • ჰიდრომასაჟის აბაზანის მასალით. არსებობს ჯაკუზი აკრილისგან, ფოლადისა და თუჯისგან. ყოველ მასალას აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები. გამოყენებულ მასალაზე ბევრად არის დამოკიდებული აბაზანის ფორმა. აკრილის კონსტრუქცია შეიძლება იყოს ნებისმიერი, თუნდაც ასიმეტრიული ფორმის.
  • აბაზანის ზომით. არსებობს მინი-ჯაკუზი ფეხის ჰიდრომასაჟისთვის, სტანდარტულები ბინებისა თუ აგარაკებისთვის, გადადინების ღრმა საშუალო ზომის აუზის სახით, საცურაო სპორტული აუზის სახით, რომელიც შედგება სამასაჟე ზონისგან და უკუდინების მონაკვეთისგან.
  • დანიშნულებით. ჯაკუზი შეიძლება იყოს ინდივიდუალური აბაზანის ან სპა-აუზის სახით. ამ ტიპების მოდელები განსხვავდებიან როგორც ზომით, ასევე ფუნქციურადაც.

კომპანია «ნეპტუნი» გთავაზობთ მომსახურებას ნებისმიერი სირთულის ინდიივიდუალური პროექტის შემუშავებაში, და აგიშენებთ ჯაკუზის და სპა-აუზს თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.