აუზის მშენებლობა
აუზის მშენებლობა
ოპტიმალური გადაწყვეტილებები

თქვენთვის ვაშენებთ საცურაო აუზებს

700-ზე მეტი აშენებული აუზი

სკიმერული ტიპის აუზი

აუზების მშენებლობისას ყველაზე ხშირად გამოიყენება სკიმერული ტიპი: წყალი მიეწოდება ფილტრში სკიმერების მეშვეობით, რომლებიც წარმოადგენენ ზედაპირიდან წყლის მიმღებ სპეციალურ მოწყობილობას. აუზის ზომების მიხედვით შესაძლებელია იყოს ერთი ან რამდენიმე სკიმერი, რადგანაც 1 სკიმერის მომსახურების ფართი არ აღემატება 25 კვადრატულ მეტრს. ამასთან აუზში წყლის დონე უნდა იყოს ბორტიდან 7-10 სანტიმეთრით  ქვემოთ. გაფილტრული წყალი ბრუნდება აუზში კედლის დუზების მეშვეობით, რომლებიც ჩვეულებრივ განლაგებულნი არიან სკიმერის მოპირდაპირედ.

ბეტონის აუზების მოპირკეთება და აღჭურვა

ცხადია, ნაცრისფერი ბეტონი ნაკლებად ესთეტურია. შესაბამისად, მოსაპირკეთებელია აუზის თასის შიდა ნაწილიც. ჩვეულებრივ გამოიყენება:

  • კერამიკული ფილა
  • წვრილფორმატიანი კერამიკა (მოზაიკა)
  • პოლივინილქლორიდის ფირი (პვქ)
  • მინის ფილა
  • წყალგამძლე ეპოქსიდური საღებავი

გადადინების აუზის მშენებლობა

გადადინების აუზების მშენებლობა ბევრად ლამაზი და ეფექტურია, და, ამასთანავე, უფრო ძვირიანი ვარიანტია. ესაა ყველაზე სწორი არჩევანი საზოგადოებრივი და სოლიდური კერძო პროექტისთვის. წყლის ზედაპირი მუდმივად და თანაბრად გადაიდინება აუზის ნაპირიდან გადადინების ღარში და ხვდება საკომპენსაციო ავზში. გასუფთავებული წყალი ბრუნდება აუზში ფსკერის დუზების მეშვეობით, რომლებიც განლაგებულია აუზის მთელ ფართობზე წყლის უკეთესი შერევისათვის.

ბეტონის აუზის მშენებლობა

 

საბავშვო და მოზრდილების აუზის მშენებლობა წესების სრული დაცვით.
ვიღებთ ჩვენზე თქვენს სადარდებელს.
ვმუშაობთ მხოლოდ შემოწმენულ კონტრაქტორებთან მთელ საქართველოში.
გაძლევთ ვადების და ხარისხის გარანტიას, აგრეთვ აუზის მშენებლობის ფიქსრებულ ხარჯთაღრიცხვას.

გინდათ დაზოგოთ თანხა. მაგრამ მიიღოთ შესანიშბავი აუზი? გამოგვიგზავნეთ  მოთხოვნა ან დარეკეთ. ვიძლევით სრულ კონსულტაციას დანადგარების ფასზე და მონტაჟზხე. გთავაზობთ ოპტიმალური გადაწყვეტილებების სრულ პაკეტს თქვენი ბიუჯეტისთვის.

 

ვაშენებთ საოცნებო აუზებს ნებისმიერი გემოვნებით და ბიუჯეტით

 

ფიქრობთ საკუთარ აუზზე ან ეძებთ კონტრაქტორს აუზის ასაშენებლად?
უბრალოდ მოგვწერეთ ან დაგვირეკთ და მიიღებთ სრულ კონსულტაციას
თქვენი სურვილების და დამდგარი ამოცანების სარეალიზაციოდ.
ეს უბრალო მოქმედება დაგიცავთ ზედმეტი დროის და თანხების ხარჯისგან.
ჩვენ სპეციალისტებს აუზების მშენებლობის უზარმაზარი გამოცდილება აქვთ.

ჩვენი ძირითადი უპირატესობაა, რომ ვაშენებთ აუზებს ყველა არსებული ხერხით.
ეს შეიძლება იყოს იაფი კარკასული აუზი, აუზი პოლიპროპილენის ფურცლებისგან
კომპოზიტური ან ბეტონის თასით.
აუზის თასის ტიპზე, დანდგარების კლასზე, ფუნქციონალური შემადგენლის
და ავტომატიზაციის დონეზე დამოკიდებულია აუზის მშენებლობის ფასი.

 

აუზების მშენებლობა სრულად

ვაშენებთ კომფორტულ, უსაფრთხო და პრესტიჟულ აუზებს თბილისში და რაიონებში

ჩვენ ვაშენებ აუზებს სრული პაკეტით თბილისში და რაიონებში, მჭიდროდ ვთანამშრობლობთ აუზების მშენებელ, მაპროექტებელ და დამამზადებელ ორგანიზაციებთან. გამოცდილება და ცოდნა, შეძენილი მასალა-დანადგარების მწარმოებლების ობიექტებზე, ტრენინგებზე და სემინარებზე, საშუალებას გვაძლევს შევასრულოდ კლიენტის ნებისმიერი სურვილი ოპტიმალური ხარჯებით მინიმალურ დროში.

ობიექტის უსაფრთხოება ადამიანებისთვის წარმოადგენს უმთავრესს საკითხს საბავშვო აუზის ან აკვაპარკის მშენებლობის დროს. ზუსტად ამიტომ, ობიექტის კლასის მიუხედავათ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ წყლის მომზადების და დეზინფექციის სისტემებს. ჩვენი თანამშრომლები მუდმივად გადიან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს და ახორციელებენ აუზების მშენებლობას უახლესი ტექნოლოგიების და არსებული ნორმების შესაბამისად. ჩვენ თუ მოგვმართავთ, უფასოდ მიიღებთ კონსულტაციას, ასევე პროექტირების, მშენებლობის და საჭირო დანადგარების ხარჯთაღრიცხვას. საჭიროებისას ჩვენი სპეციალისტი ეწვევა ობიექტს.

მშენებლობის ეტაპები

ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა 700 მეტ აუზის მშენებლობაში და კომპლექტაციაში, და მზად ვართ გაჩვენოთ ჩვენი მუშაობის შედეგები

აუზის მშენებლობა წარმოადგენს რთულ პროცესს და სრულდება სამშენებლო ტექნოლოგიის სრული დაცვით.
როცა ვსაუბრობთ მშენებლობის ეტაპებზე, პირველ რიგში ვსაუბრობთ ბეტონის თასებზე
რადგან აუზის სხვა ტიპებს გააჩნია მხოლოდ აწყობის და მონტაჟის ეტაპები.
ბეტონის აუზის მშენებლობა იწყება დეტალური კონსულტაციებიდან და
პროექტის ტექნიკური დავალების შედგენიდან.

პროექტის მიღების შემდეგ მზადდება აუზის თასი,
რომელიც ილესება, ყენდება ჩასაშენებელი ელემენტები,
სრულდება ლაინერის გაკვრა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აუზი
უნდა მოპირკეთდეს მოზაიკით ან ფილით, ხდება სპეციალური
ჰიდროსაიზოლაციო მასალით გალესვა.

წინასაპროექტო მომზადება

დამკვეთთან ურთიერთობის პირველი ეტაპი, რომელზეც იქმნება მომავალი აუზის კონცეფცია. კონსულტაციებისას, დამკვეთის სურვილების და საჭიროებების გათვალისწინებით, დგინდება აუზის ფორმა, ზომები, დანიშნულება, დანადგარები და მომავალი აუზის სხვა პარამეტრები, აგრეთვე იმ ობიექტის ტექნიკური შესაძლებლობები, სადაც განლაგდება აუზი.

კითხვარის შევსების შემდეგ დგინდება პროექტირების ტექნიკური დავალება. საჭიროებისას შესაძლებელია დიზაინერის მოზიდვა, დიზაინ-პროექტის შედგენა ან 3D-ვიზუალიზაცია.

შესრულებული პროექტები

ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ 700 მეტ ობიექტის შექნმაში და მზად ვართ გაჩვენოთ ჩვენი მუშაობის შედეგები.
expo
Hotel Marina Pool
Pool Batumi
Samtredia
colosseum
Crystal Hotel & SPA