
აუზების სერვისული მომსახურება

აუზის მოვლა – ესაა არამარტო დროული წმენდა და ქიმიკატების ჩამატება, არამედ პირველ რიგში – სისტემა-დანადგარების რეგულარული შემოწმება.
როგორც ავტომანქანის ტექდათვალიერება, აუზის დანადგარების ტექნიკური დათვალიერებაც უზრუნველყოფს საცურაო ობიექტის უავარიო მუშაობას და მოხერხებულ გამოყენებას. კერძო აუზის სისტემების პროფილაქტიკა სრულდება თვეში ერთხელ.
ზოგი სამუშაო საკმარისია გაბაკეთოთ წელიწადში ერთხელ. კომერციულ აუზებზე მომხმარებლის სიმრავლის გამო საჭიროა უფრო ხშირი მოვლა, პერიოდულობით ერთ კვირამდე.
გთავაზობთ
საერთო ნუსხაში შედის:
- სენსორების შემოწმება, დაკალიბრება, გაწმენდა;
- დანადგარების შემოწმება;
- სისტემების დიაგნოსტიკა;
- გარსაცმების გაწმენდა;
- ფილტრების რეცხვა, გაწმენდა;
- ელექტროობის შემოწმება (კონტაქტები, ჩართვა);
- წყლის მაჩვენებლების გაზომვა, ქიმიკატების ჩამატება;
- ქიმიკატების მიწოდება ინტერნეტ-მაღაზიიდან;
- აუზის თასის პროფესიონალური წმენდა;
- ინსტრუქტაჟი და კონსულტაცია საცურაო ობიექტის მოვლის შესახებ საკუთარი ძალებით.

აუზის მოვლის ეტაპები
ტექნიკური სისტემების მოვლა-შემოწმება
ამ ეტაპზე ხორციელდება დანადგარებთამ მუშაობის ძირითადი ნაწილი: დათვალიერება, დიაგნოსტიკა, ტესტირება, გაწმენდა, სახარჯი ელემენტების შეცვლა. ტექდათვალიერება დროულად ავლენს ხარვეზებს ან მუშაობის გაუარესებას. პროფილაქტიკის გარეშე ძირითადი დანადგარები ხშირად ვერ ასწრებს საგარანტიო რესურსის ამოწურვას. რეგულარული სერვისით ტუმბოები, დოზირების დანადგარები და სხვა ტექნიკა სანდოთ მუშაობს ნომინალური ვადის განმავლობაში და მსახურობს 3-5 წლით მეტს.
აუზის თასის მექანიკური და ქიმიური წმენდა
ეტაპი საჭიროა ნაგვის გეგმიური მოცილებისთვის წყლის ზედაპირიდან და თასის კედლებზე ნალექის მოსაცილებლად. პარამეტრების უმრავლესობას არეგულირებენ წყლის მომზადების სისტემები, მაგრამ მომხმარებლებიც უნდა გააკეთონ რაღაც. წყალი მოვლის გარეშე აიმღვრევამ ხოლო აბაზანის ზედაპირზე გამოჩნდება ნადები და კირის ნალექი.
როდესაც წყალი ძალიან ხისტია, ძნელია კალციუმის ზედმეტობის მთლიანად მოცილება თუნდაც გამარბილებლებით. ამ შემთხვევაში დაგვეხმარება თასის დამუშავება დამცავი რეაგენტები, რომლებიც ანელებენ ნალექის წარმოშობას. რეაგენტები ისმევა გაწმენდის შემდეგ.
წყლის პარამეტრების შემოწმება და რეგულირება
წყლის ხარისხზე აუზში პასუხისმგებელია წყლის მომზადების სისტემა. სერვისული სამუშაოების დროს მოწმდება ძირითადი ქიმიური მაჩვენებლები, იტესტება ქიმიკატების დოზირების კვანძები, ხდება სისტემაში რეაგენტების ჩამატება.


