
აუზის პროექტირების აუცილებლობა

ნებისმიერი ფორმის და სირთულის აუზების პროექტირება
ჩვენი კვალიფიციური ინჟინრების ჯგუფი დაგიპროექტებთ ნებისმიერი სირთულის და ფორმის აუზს, დაწყებილი საჭყუმპალაოთი და დამთავრებული დიდი საზოგადოებრივი აკვა-პარკით, ასევე თევზსაშენებს, საირიგაციო არხებს, ხელოვნურ ტბებს, შადრევნებს და ა.შ.

ვაპროექტებთ და გაძლევით უსაფრთხოების გარანტიას
თქვენ მიიღებთ პროექტს, რომელიც შეესაბამება ყველა ნორმას და საერთაშორისო სტანდარტს. ჩვენი გამოცდილება თქვენი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიაა.მრავალწლიანი გამოცდილება და მუდმივი სწრაფვა სიახლეებისადმი გვაძლევს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებას.

მოგცემთ უფასო და ამომწურავ კონსულტაციას
თქვენ იღებთ პასუხებს ყველა შეკითხვაზე, აუზის დაპროექტების ღირებულების გათვლას, მშენებლობის, მოპირკეთების და დანადგარების წინასწარ ხარჯთაღრიცხვას. ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა სურვილს და გთავაზობთ თქვენი ბიუჯეტისათვის ოპტიმალურ ვარიანტს, უკეთესი ხარისხით, დანადგარების შემადგენლობით და გამოყენებული მასალებით.
რისთვისაა საჭირო დაპროექტება...

პროექტირება აუცილებელია თუ თქვენ გინდათ:
- თქვენი მომავალი აუზის მშენებლობის საწყისი ეტაპის ნახვა.
- თუ როგორ ჩაჯდება აუზი ეზოს ლანდშაფტში.
- რომ იცოდეთ ხარჯები და აკონტროლოთ თანხები ყველა ეტაპზე.
- აუზი რომ იყოს უსაფრთხო და აკმაყოფილებდეს ყველა სტანდარტს.
- იცოდეთ რა დაგიჯდებათ აუზის ექსპლუატაცია მომავალში და როგორ უნდა მოუაროთ მას.
თუ საზოგადოებრივი აუზის აშენება გსურთ, მაშინ თქვენ გჭირდებათ ნებართვები – აქაც ჩვენ დაგეხმარებით!
საცურაო აუზის სრული პროექტირება
კონცეფცია, ესკიზები და არქიტექტურული გადაწყვეტილება
ნებისმიერი პროექტი იწყება ესკიზებით და არქიტექტურული გადაწყვეტილებით. უკვე ამ ეტაპზე აუცილებელია თქვენი სურვილებისა და პრიორიტეტების სწორად აღქმა, რათა დაიგეგმოს მომავალი აუზის ფორმა და ზომები. ეს ინფორმაცია აუცილიბელია კონსტრუქციის და დანდგარების გასათვლელად. ჩვენი ფირმის მრავალწლიანი გამოცდილება დაგეხმარებათ წარმატებით გადალახოთ წინასაპროექტო ეტაპი, ჩვენი ძალებით ან თქვენი დიზაინერის მეშვეობით.

პროექტირების სტადიები

სტადია “პ”
სტადია “პ” აუცილებელია საბავშვო/საზოგადოებრივი აუზის ან აკვაპარკის მშენებლობისას. ასეთი ობიექტების სარეალიზაციოდ საჭიროა მშენებლობის დაწყებამდე მომზადდეს გარკვეული დოკუმენტაცია სხვადასხვა უწყებაში შესათანხმებლად. საბუთები “პ” სტადიაზე წარმოადგენენ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების კონცეპტუალურ პროექტს, რომელიც აუცილებელია მშენებლობის შესათანხმებლად ან დასამტკიცებლად.
პროექტში ამ სტადიაზე ჩვეულებრივად შედის: აუზის საერთო პარამეტრები, ახსნა-განმარტება, აუზის გეგმა საჭირო ჭრილებით, ჩასაშენებელი ელემენტების სქემა, დანადგარების განლაგება ტექნიკურ ოთახში, საინჟინრო ქსელების შემოსასვლელი წერტილების გეგმა, წყლის მომზადების და ატრაქციონების პრინციპული სქემა, აგრეთვე გამოყენებული დანადგარების სპეციფიკაცია.
და მშენებლობის პროექტის შეთანხმებას, ამიტომ
მაშინვე იქმნება მუშა პროექტი სტადიის “მპ”
სტადია “მპ”
სტადია “მპ” წარმოადგენს მუშა პროექტს, აუცილებელი აუზის მშენებლობისათვის კონკრეტულ ობიექტზე, დანადგარების მონტაჟისთვის და მის შემდგომი ექსპლუატაციისთვის. ამ სტადიაზე პროექტი კეთდება ნებისმიერი მზაობის ობიექტებისთვის, როგორც მშენებარე შენობის ახალი აუზით ასევე არსებული აუზის რეკონსტრუქცია.
“მპ” სტადიის დოკუმენტაციის სრული მოცულობა ჩვეულებრივ შეიცავს შემდეგ განაყოფებს:
- რკ (რკინაბეტონის კონსტრუქციები)
- წტ (წყლის მომზადების ტექნოლოგია)
- ემტქ (ელექტროობა)
კერძო აუზების უმეტესობა არ მოითხოვს საბუთების სრულ პაკეტს, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ შეკვეცილი პროექტირება, რაც ბევრად აიაფებს აუზის პროექტირებას ხარისხის დანაკარგების გარეშე.

შესრულებული პროექტები

Neptune Expo
Neptune Expo

Hotel Marina Batumi
Hotel Marina Batumi

Hotel Sanapiro Batumi
Hotel Sanapiro Batumi

Sport Complex Samtredia
Sport Complex Samtredia

Colosseum Marina Hotel
Colosseum Marina Hotel
